ანეგდოტები - 19 აპრილში 2011 - ახალი თამაშები,ფილმები
მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

Male.Do.Am

პარასკევი, 2016-12-09
მთავარი » 2011 » აპრილი » 19 » ანეგდოტები
8:53 PM
ანეგდოტები

ეს არის ჩემს მიერ შეგროვებული ძალიან ბევრი ანეგდოტი:) შედით სრულიადში და იცინეთ ძალიან ბევრი



შვილო, გიორგი, ნუ ურტყავ მაგ ბავშვს ჩაქუჩს თორე გაოფლიანდები და გაცივდები.

ჭიჭიკიას ექიმმა შარდის ანალიზის მოტანა დაავალა. ჭიჭიკიამ იფიქრა, გასინჯვით ვერაფერი გამიგო, ანალიზით რას გაიგებსო და თავის შარდს დაამატა ცოლის, ქალიშვილის და ვაჟიშვილის შარდი. მერე ცოტა ბენზინი შეურია მანქანიდან. პასუხი მეორე დღეს მიიღო: "შენ პროსტატა გაწუხებს, შენს ცოლს შაქარი აქვს, გოგო შალიკიას საყვარელია, ბიჭს ტრიპერი აქვს, მანქანას "ვკლადიშები” გამოუცვალე”.

ნარკომანი ზის ლამპიონის ძირას. მივა მეორე ნარკომანი და ლამპიონზე ეკითხება:
-აუ ეს მზეა თუ მთვარეა???
ეს ახედავს,დააკვირდება და პასუხობს:
აუ არ ვიცი ძმა ამ უბნელი არ ვარ…

მიხოს ცოლი გარდაეცვალა. გავიდა ხანი და შვილები დაისვა სალაპარაკოდ. –შვილებო, ცოლი უნდა შავირთო, ნებაი მრთავთ? –არა, მამი,–ერთხმად უპასუხეს შვილებმა,–დედიჩვენის შემდეგ სხვა ქალი დედაი ვერ დავუძახებთ. –კარგი, მაშინა–ჩაფიქრდა მიხო,–რუს დედინაცვალ მოგიყვანთ და ორივეს მამა დაგვიძახეთ

გურული ნერწყვს გადაყლაპავს და მოიწამლება….

სვანი იჩხუბებს მამამისთან და წავა სახლიდან. რამოდენიმე თვეში მოსდის წერილი,გახსნის და ცარიელი ფურცელია. მამა:-კიდე არ მელაპარაკება ეს შობელძაღლი

ქირურგი ეუბნება თავის პაციენტ რაჭველს:
- თავიდან მიმიწევს შენი გაკვეთა, იმიტომ, რომ შენს მუცელში ცალი ხელთათმანი დამრჩა.- მაგიზა ნუ გამჭრი, ექიმო, დავდგები ფეხზე და ახალ ხელთათმანებს გიყიდი!..

სვანი ჩადის მარშუტკიდან და არ აქვს ფული.მძღოლს ეუბნება:
-პანჩური დამარტყი,-დაარტყავს.
-კიდე დამარტყი-დაარტყავს
სვანი თავის მეგობარს გასძახებს :
ზაურ, შენი გადახდილია!

სვანი ვეფხისტყაოსანს ზეპირად ისწავლის და ხელზე ჯვარს დაისვავს არ დამავიწყდესო

სვანს აჩვენებენ ჭას და ეტყვიან:
შენი წინაპრები აქედან სვამდნენ წყალსო.
სვანი:ვახ მაგ შობელძაღლებს რამხელა კისერი ქონიათო…

მიხოს ეკთხებიან რამ მოკლა შენი სიდედრი?
-შხამიანი სოკო შეჭამა და…
-და თვალი რატომ ქონდა დალურჯებული?
- თავიდან არ ჭამდა…!!

მთვრალი უვლის გარშემო ჭას, თან თავისთვის ბუტბუტებს:
- სადმე თუ არ გადავძვერი, ამ ღობეს ბოლო არ უჩანს რა…

სვანი დგას ავტობუსის გაჩერებასთან, მივიდა მეორე სვანი და ეკითხება:
- შენ რა ნომერს უცდი?
-მე 2 ნომერს, შენ?
-მე 5 ნომერს.
მოვიდა 25 ნომერი ავტობუსი და ორივე ავიდა

სვანი ჩავარდება ორმოში, წვალობს წვალობს და ვერ ამოდის. დაიღალა და დაჯდა. რომ დაiსვენა ასე თქვა:
- ერთხელ კიდე ვცდი და თუ ვერ ავედი მერე სახლში წავალო

სვანი კედლის ხალიჩაზე წამოწვება.

სვანს თავისი ხვრინვა შეაწუხებს და მეორე ოთახში გავა.

ორი სვანი ცხენებს იყიდიან და ფიქრობენ, როგორ გავარჩიოთ ერთმანეთისგანო. ერთი ეტყვის მეორეს: -მოდი კუდები დავაჭრათო. დააჭრიან ორივე ცხენს კუდს და მაინც ვერ არჩევენ. მარჯვენა ყურებსაც მოაჭრიან, მერე მარცხენას, ცხენები ისევ ერთნაირია. ბოლოს ერთი იტყვის: -მოდი, მაშინ თეთრი შენი იყოს და შავი – ჩემიო…

კორეული რესტორანში კაცი შედის ძაღლთან ერთად და ადმინისტრატორი საყვედურობა: -აქ საკუთარი საჭმლით შემოსვლა აკრძალულია.

გადავირიე კაცო, გუშინ ეს რა წავიკითხე… -ამბობს სვანი, ქვრივი ქალები ქმრებზე დიდ ხანს ცხოვრობენ თურმე.

რა გითხრა შენმა ცოლმა, საყვარელთან ჩახუტებულს რომ შემოგისწრო? -არაფერი, ორი კბილი ისედაც ამოსაღები მქონდა

მამი, მამი სკოლაში დიდთავას მეძახიან. -მერე შვილო სცემე. -ხო მაგრამ როგორ, ვიწრო დერეფნებში დარბიან.

სვანი თავის მოკვლას გადაწყვეტს, შემთხვევით შეეშლება და თავის ტყუპისცალ ძმას მოკლავს.

-სანიტარო, საით მივდივართ? -მორგში. -მე ხომ ჯერ ცოცხალი ვარ? -ჯერ არც მივსულვართ.

სვანს ეტყვიან ბავშვი მომინათლეო.- მე მონათვლისა არ ვიცი, ჩემიც სხვას მოვანათლიეო-უპასუხებს სვანი

რაჭველს პურზე გაგზავნიან და თან ეტყვიან: -თუ ერთ მაღაზიაში არ იყოს, მეორედან წამოიღე. ცოტა ხნის შემდეგ რაჭველი ხელცარიელი ბრუნდება. -პური რატომ არ მოიტანე? – ჰკითხავენ. -ორივე მაღაზიაში იყო და რომლიდან წამოვიღო?

ბავშვები საუბრობენ:
- მამაჩემს იმდენი ფული აქვს, რომ შეუძლია მთელი თბილისი იყიდოს!
- მამაჩემს ვეტყვი, რომ არ მიჰყიდოს!

სვანი ურეკავს შეყვარებულს,დღეს ჩემთან არავინ არ იქნება და ამოდიო.მივა შეყვარებული და მართლა არავინ დახვდება სახლში.

სომხები ქეიფობენ და ყველა გამვლელს ეუბნებიან: – თქვი ღმერთმა მარტო სომხისთვის გვამუშაოსო. ქართველები არ იძახიან და სომხები მაგრად ცემენ. გამოივლის იმერელი და იმასაც იგივეს მოთხოვენ. იმერელი ეტყვის: – ღმერთმა ოღონდ სომხისთვის მამუშაოს და თუ უნდა შაბათ -კვირასაც არ დამასვენოსო. სომხებს გაუხარდებთ, დასვამენ იმერელს და მაგრად აქეიფებენ. მერე ერთს ეჭვი შეეპარება და იმერელს შეეკითხება: – რად მუშაობ? – მეკუბოვე ვარ! – უპასუხებს იმერელმა…

-მამა და შვილი სეირნობენ -შვილი: მამა ლოთი რას ნიშნავს? -მამა: აი ხო ხედავ იქ 4 ხე როა, ხოდა ლოთებს 8-დ ეჩვენებათ, ხო მიხვდი? -შვილი: კი მივხვდი, მაგრამ იქ 4 კი არა 8 ხეა.

სვანი არჩევნებზე ფარგალს წაიღებს შემოსახაზად…

ხეზე იჯდა ორი ჩიტი, მეორე განსაკუთრებით…. :D:D:D

გურული ქუჩაში დგას უსაქმურად, ხედავს პოლიციელს თხა მოყავს, დაინტერესებული გურული მიმართავს: სად მიგყავს მაგი ძაღლი? პოლიციელი გამწყრალი ხმით მიმართავს : აგი ძაღლი კი არა, თხაა! მერე მე თხას ვეკითხები შენ კი არა.

გურული ქუჩაში დგას უსაქმურად, ხედავს პოლიციელს თხა მოყავს, დაინტერესებული გურული მიმართავს: სად მიგყავს მაგი ძაღლი? პოლიციელი გამწყრალი ხმით მიმართავს : აგი ძაღლი კი არა, თხაა! მერე მე თხას ვეკითხები შენ კი არა.

ორი ყრუ ხვდება ერთმანეთს: -აბანოში მიდიხარ? -არა, აბანოში მივდივარ. -მე მეგონა აბანოში მიდიოდი.

ზღარბი სარკეში ჩაიხედება და იტყვის:-ვარდზე მეტი ეკლები აქვთ ლამაზებს

სვანი ზის წიქარაზე და მიაქროლებს. გადააგდო სავარცხელი, გადააგდო ბოთლი. წიქარა ეკითხება: – რა დაგრჩა გადასაგდებიო? სვანმა: – სალესავიო. ხოდა შე ჩემის მო*****ის შვილო უკან მაინც გადააგდე თორემ დავიღალე კლდეებზე სიარულით და ხეების ჭრითო…

კოჭლი ომში წასასვლელად ემზადება. ცოლი ეუბნება: -ნეტავ დაეტიო სახლში, ახლა იქ აუშალე სნაიპერს ნერვები.

ორი სომეხი ენიძლავება ერთმანეთს: მოდი ჩავყვინთოთ და ვინც უფრო მალე ამოყვინთავს იმან სახინკლე იკისროსო მეორე დღის საინფორმაციო: – იპოვეს ორი დამხრჩვალი სომეხი.

სვანი გრამატიკის გაკვეთილზეა.
-შენ იბან, მეც ვიბან, ისიც იბანს, რა დროა?
-ახალი წელი

სვანმა თავი მოიკლა და 9 ტყვია ამოუღეს თავიდან

ქუთაისის საგიჟეთიდან გაიქცევიან გიჟები. – არიქა სასწრაფოდ ხიდი გადაკეტეთ, გურიაში თუ შეგვასწრეს მერე ვეღარ გავარჩევთო

ორი დაქალი ხვდება ერთმანეთს – როგორ ხარ? – დავიღალე ყოველ წელს ბავშვს ვაჩენ, აღარ შემიძლია. – მერე ცადე 2 წელი ქმართან არ დაწვე. – ვცადე არ მშველის.

ბავშვი პასტას გადაყლაპავს და სასწრაფოში რეკავენ სასწრაფომ გამოვდივართო და სანამ მოხვალთ რა ვქნათო? მანამდე ფანქრით წერეთო…

სვან პროგრამისტს ბავშვი დაეკარგა და google.com-ით ეძებდა

იმერლები გაბრაზდებიან, რატომ უნდა იყოს უმეტესი ანეგდოტი გურულებზეო და უდანბოში ხიდს ააშენებენ, პრეზენტაციის დროს გაიხედავენ და რას ხედავენ?! გურული ხიდზე ზის და თევზაობს…

გურიაში ჩამევიდა თბილისელი სტუმარი და ნაბახუსევს ზევიდნენ მდინარეზე გასაგრილებლად. გურული ეუბნება:
-ჩამოი ძამა წყალშიო
-ვერა, ტრუსიკი მქონია წინ გარღვეულიო. უპასუხა თბილისელმა
-ეიფარე წინ ხელი და ჩამოდი
-არა, უკანაც გარღვეული მაქ
-აბა რეზინას აკვლევინებ ძამა თაავს??

გურულს დაეჯახა მანქანა.გადმოხტა მანქანიდან ახალგაზრდა ბიჭი და წაქცეულ გურულს ეხვეწება:
-ადექი რა ბიძია გეხვეწები რააა…ადექი ბიძია რააა,არ დამღუპო ბიძია გეხვეწები ადექი რააა…
გურული ახელს თვალს და პასუხობს:
-ვიდექი ბიძია მარა დამაყენე?!

გურული წეიყვანს შვილს აბანოში. ბიჭს დოუსრიალდება ფეხი და მამამისს ჩამეეკიდება სასქესო ორგანოზე. გურული უჩივა:
– კიდო კაი დედაშენს არ გამოყევი თვარა ხო დაასხამდი ტვინსო

კახელი ღამით საშინელ სეტყვაში მოყვა, თავი კოპებით აქვს სავსე. ამ დროს გაიელვა.
-ხო ხო გაუნათე არ ამაცილოსო. გაბრაზდა კახელი

სვანი მიდის სახლში და ცოლს ეუბნება:
-იცი, დღეს ტაქსის მძღოლი გადავაგდეო.
ცოლი ეკითხება: როგორო?
სვანი პასუხობს: ფული მივეცი და ტაქსში არ ჩავუჯექიო..

10 შოტლანდიელში ერთს შარვალი აცვია, დანარჩენს კი კაბა და ეკითხებიან: -რატომ აცვია ერთს შარვალი, დანარჩენებს კი კაბები? -ის ძმაო პიდარას*ია. -პასუხობენ შოტლანდიელები.

სვანი ფარდას აუთოვებს და გადავარდება…

ჭიჭიკიას ზურგზე დიდი ჭადრაკის დაფა ახატია, ბიჭიკია ეუბნება: -რა არის ბიჭო ჭადრაკის დაფარომ არ დაგეხატა, რაიმე ნორმალური ვერ მოიფიქრე? -შენ ბევრს ნუ ლაპარაკობ და ერთი D4-ზე მომფხანე მანდ

სვანი თუთიყუშს იყიდის, და ერთ თვეშ სვანი ლაპარაკს ისწავლის.

კახელი დაასაფლავებს სიდედრს, სახლში რომ მივა უცებ კრამიტი ჩამოვარდება და თავზე დაეცემა.
კახელი წამოდგე და შეიგინება და იტყვის:
- უკვე ზეცაშია ქალბატონი

რაჭველი აღსარებაზე მივიდა ეკლესიაში.
-შევცოდე მამაო.
-რა შვილო ჩემო?
-მეგრელი მოვატყუე.
-ეგ ცოდვა კი არა, სასწაულია შვილო ჩემო

სვანი არის მარშუტკის მძღოლი
ერთხელ მარშუტკაში ბებერი ქალი
ამოვა და ეს სვანი ადგილს დაუთმობს

ორი სომეხი ხვდება ერთმანეთს: – რა მაგარი საათი გიკეთია!!! – ჰო, მამაჩემმა მომყიდა, სიკვდილის წინ…

რაჭველები ძროხას ყიდიან. მივა იმერელი და ფასს ეკითხება. -500 ლარი, შენი ჭირი მე. -რა ამბავია 500 ლარი, ეს ძროხა ნემსის ყუნწში გეეტევა ისეთი გამხდარია. -რას ამბობ, კაცო, ძროხა ნემსის ყუნჭში რავა გაეტევა? -წავალ ახლა, მოვიტან ნემსს და ნახავთ როგორ გეეტევა. იმერელი წავა. რაჭველები საფიქრალში ჩავარდებიან, რა ვქნათ ეს ძროხა მართლა ნემსის ყუნწში რომ გაეტიოსო. ბოლოს ერთ-ერთი რაჭველი მეორეს ეტყვის: -ბიჭო, მოდი ძროხას კუდი გოუკვანძოთ…

კორპუსის წინ ბავშვი დგას და ყვირის: -დედა; დედაა; დედააა; დეედააა; დეეედაააა. ბოლოს როგორც იქნა დედამ გამოიხედა: -რა იყო? -მამას დაუძხე რა.

წარწერა ბაიკერის ზურგზე: -თუ შეგიძლია ამ წარწერის წაკითხვა, ე. ი. ჩემს უკან მჯდომი ქალი გადავარდა

სვანი მრგვალი მაგიდის კუთხეში ზის.

მეგრელი ზის ლიანდაგზე სვანი მივა და ეტყვის ძმურად ცოტა ჩაიჩოჩე

განცხადება ზოოპარკში: ნუ შეაშინებთ სირაქლემას! იატაკი ბეტონისაა!

სვანს ფეხსაცმელი მოუჭერს და ტკივილგამაყუჩებელს დალევს

სვანს თავის მოკვლა უნდა და შეუვარდება ერთ მანქანს ბორბლებში და არ მოკვდება.
მერე შეუვარდება მეორეს მაგრამ არც ეხლა მოკვდება, მესამესაც შეუვარდება და მაშინაც არ მოკვდება და ბოლოს მოიფიქრებს რომ მოძრავ მანქანას შეუვარდეს…

ცოლი ტელეფონზე ლაპარაკობს: -ვინ იყო? – ეკითხება ქმარი. -დედაჩემი. მგონი, სანახევროდ გაგიჟდა. -რას ერჩი გამოკეთებულა.

გურული ორმოში ჩავარდება, ცოტახანში ვიღაც გამოივლის და ეუბნება: გამვლელი: -დამელოდე თოკს მოვიტან და ამოგიყვან. გურული: -ახლა ამას უცადე კიდო!

გურული ორმოში ჩავარდება, ცოტახანში ვიღაც გამოივლის და ეუბნება: გამვლელი: -დამელოდე თოკს მოვიტან და ამოგიყვან. გურული: -ახლა ამას უცადე კიდო!

გურული ორმოში ჩავარდება, ცოტახანში ვიღაც გამოივლის და ეუბნება: გამვლელი: -დამელოდე თოკს მოვიტან და ამოგიყვან. გურული: -ახლა ამას უცადე კიდო!

ღმერთი არიგებს ცხვირებს. მივა რუსი და ეუბნება: – პატარა და აპრეხილი ცხვირი მინდაო. მისცემს. ქართველი მივა – მე სწორი და ლამაზი ცხვირი მინდაო. მერე მივა სომეხი და ეკითხება: – რა ღირსო? -უფასოაო… ხოდა ყველაზე დიდი მომეცითო!

ბაზარზე იყიდება ტვინები და კაცი ათვალიერებს, ყველაზე ძვირი სვანის ტვინი ღირს. კაცს გაუკვირდა და გამყიდველს ეკითხება: – სვანის ტვინი რატომ ღირს ყველაზე ძვირი? გამყიდველი: – უხმარია და იმიტომ.

ორმა მთვრალმა კაცმა ტაქსის მძღოლის გაშაყირება მოინდომა და მძღოლს ჰკითხეს: – ძმაო ნაგავს არ წაიღებ. კი ბატონო დასხედით – უპასუხა ტაქსის მძღოლმა

მეგრელს ასამართლებენ და მოსამართლე გაისროკება

სამი ბანანი ფილმის ყურებას აპირებს.
წავა ერთი და მოიტანს მაიმუნებზე დოკუმენტურ ფილმს.
- აუ რა გაახურე შენ მაგ უჟასებით საქმე

-გურული ხარ??
-კი მარა ვმკურნალობ.

ზღარბი იყურება სარკეში და ღიღინებს: -ვარდზე მეტი ეკლები აქვთ ლამაზეებს

სიცხეა, ჯალათს დამნაშავე სასჯელის აღსასრულებლად მიჰყავს.
– გამიშვი რა, – ეხვეწება პატიმარი.
– არა.
– დავიღალე სიარულით.
– შენ რა გიჭირს, მე უკან უნდა დავბრუნდე.

სვანს სუნთქვა დაავიწყდება და მოკვდება.

ნარკომანები ბირჟაზე დგანან. გამოიარა ზანგმა.
- ეს ვინ არი, ტო? – იკითხა ერთმა.
- ეს სომალელი ლტოლვილია! – დაასკვნა მეორემ.
- ვა, სომალიც დავკარგეთ?! – გადაირია მესამე.

სვანი მობილურზე 8 იანს გამორთავს.

კახელი სპრაიტს იყიდის, დახედავს და წაიკითხავს, იყავი ის ვინც ხარ.
დალევს და ვირად გადაიქცევა

მასწავლებელი მიმართავს კლასს:
- აბა, ის ვისაც თავი სულელი ჰგონია, ფეხზე წამოდგეს.
კარგა ხნის შემდეგ ერთი გოგონა წამოდგება.
- სოფი, მართლა სულელი გგონია თავი? – ეკითხება მასწავლებელი.
- არა, მაგრამ ძალიან შემებრალეთ, ფეხზე მარტო რომ იდექით, – პასუხობს სოფი.

სვანი თევზაობს და ჭიაყელები გამოელევა…
ადგება ქაღალდზე დაწერს- "ჭიაყელა” და ანკეს გამოაბამს…
ცოტა ხანში ანკესს ამოიღებს და ქაღალდზე დახვდება წარწერა-”თევზი”

სვანი მამა შვილს არიგებს:
- შვილო ქალაქში, რომ ჩახვალ სულ თქვენობით უნდა ისაუბროო
შვილი მოისმენს მამის დარიგებას – ჩავა ქალაქში დაინახავს მაღალ შენობებს და იტყვის:
- ეს რამხელა თქვენობები აუთქვენებიათო

ყველა თუ წაიკითხეთ დარწმუნებული ვარ ერთზე მაინც გაგეღიმებოდათ :D:D:D

წყარო: ჩემი კომპიუტერი

კატეგორია: სხვა... | ნანახია: 1184 | დაამატა: GioGs0NNNNNN | რეიტინგი: 2.5/2
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: