მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

Male.Do.Am

ხუთშაბათი, 2024-04-18
მთავარი » 2011 » აპრილი » 18 » inglisuris onlainshi shescavla / ინგლისურის შესწავლა
5:24 PM
inglisuris onlainshi shescavla / ინგლისურის შესწავლა

დასახელება inglisuris onlainshi shescavla / ინგლისურის შესწავლა

აღწერა : ინგლისური ენის ონლაინ შესწავლა თუ გსურთ, გასწავლით რომელი საიტებიდან შეძლებთ ამას.

BBC Skill wise ამ საიტის მეშვეობით შესძლებთ გრამატიკაში ცოდნის შემოწმებას, მოძებნით უამრავ სავარჯიშოს, რომელიც ხელს უწყობს ტექსტის აღქმას, შესძლებთ ლექსიკური მარაგის შევსებას და გადმოიწერთ აუდირებისთვის საჭირო მრავალ ტექსტს.

Thinkmap Visual Thesausus ეს ინგლისური ენის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ვიზუალური ლექსიკონია. შეიხედეთ საიტზე და მიხვდებით რატომ არის ის უნიკალური. ინტერფეისი ძალიან საინტერესოა: ეცადეთ მოძებნოთ ერთი სიტყვა მაინც და დაიჯერებთ, რომ ეს კარგი საშუალებაა.

Dave's ESL Cafe კიდევ ერთი საყოველთაოდ აღიარებული საიტი ინგლისური ენის შესწავლის მსურველთათვის. აქ ნახავთ ყველაფერს: სლენგიდან და იდიომებიდან - აფორიზმებამდე და ლექსიკისთვის განკუთვნილ ტექსტებამდე.

VOA News - Learning American English With News and Feature Programsინგლისური ენის შემსწავლელთათვის განკუთვნილი სიახლეების საიტია. აქ განთავსებული სტატიები დაწერილია ადვილად გასაგები ენით, იმუშავებთ ენის შესწავლაზე და იმავდროულად გაიგებთ უახლეს ინფორმაციას.

Breaking News English ESL Lesson Plans for Current Eventsესეც სიახლეების საიტია, ოღონდ წინა საიტისგან განსხვავებით აქ ყველა მასალას თან ერთვის ლექსიკისა და გრამატიკის უამრავი სავარჯიშო. აუდიო ფორმატში შესძლებთ ნეაბისმიერი მასალის გადმოწერას.

World Wide Words საიტი, რომლის დახმარებით გაიგებთ ინგლისურ ენაში იდიომებისა და ფრაზეოლოგიზმების წარმოშობის შესახებ, ნახავთ უცნობი სიტყვების გამოყენების მაგალითებს.

WORDCOUNT / Tracking the Way We Use Language / ნებისმიერი ენის შემსწავლელისთვის პრობლემატურია იმის გარკვევა თუ რამდენად მიღებულია ამა თუ იმ სიტყვის ხმარება. ამ საიტის მეშვეობით გაერკვევით ცალკეული სიტყვების გამოყენების სიხშირეში და გადაწყვეტთ გიღირთ თუ არა მისი დამახსოვრება და გამოყენება.

My WebpageFRONTLINE: home | PBSეს საიტი შემოგთავაზებთ დოკუმენტალური ფილმების დიდ არჩევანს, რომელთა ნახვით შესძლებთ ლექსიკის დახვეწას.

The Metropolitan Museum of Art - Explore & Learnხელოვნების მოყვარულ ენის შესწავლის მსურველებს ეს საიტი აწვდის უმდიდრეს ინფორმაციას ამერიკელი მხატვრების შესახებ. თქვენ თუ აირჩევთ Cezanne's astonishing apples, ნახავთ მხატვართა ანიმაციურ ბიოგრაფიას ინგლისურ ენაზე.

Learning@Whitneyეს საიტი სასარგებლოა არა მხოლოდ ხელოვნების, არამედ ენის შესწავლისთვისაც. მაგალითად, თუ ამოირჩევთ ფერწერულ ნაწარმოებს, გარდა იმისა, რომ მიიღებთ ინფორმაციას მის თაობაზე, ამის შემდეგ შესძლებთ უპასუხოთ სათანადო კითხვებზე.

ShowbizThe Sun Online | The Best for News, Sport and ამ საიტზე გაეცნობით უამრავ სიახლესა და ჭორს ინგლისურ ენაზე.

international - SPIEGEL ONLINE - Nachrichten ამ საიტზე გაეცნობით არა მხოლოდ სიახლეებს...

British Council მრავალი თვალსაზრისით ეს მართლაც სასარგებლო საიტია. მისი მეშვეობით ონლაინ რეჟიმში შეგიძლიათ შეისწავლოთ ინგლისური ენა ან შეამოწმოდ თქვენი ცოდნა. შეიხედეთ და მოძებნით თქვენთვის საინტერესოს.

კატეგორია: სხვა... | ნანახია: 7793 | დაამატა: GioGs0NNNNNN | რეიტინგი: 1.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: