Nikoloz Baratashvili – ნიკოლოზ ბარათაშვილი (1817- 1845) - 18 აპრილში 2011 - ახალი თამაშები,ფილმები
მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

Male.Do.Am

კვირა, 2016-12-11
მთავარი » 2011 » აპრილი » 18 » Nikoloz Baratashvili – ნიკოლოზ ბარათაშვილი (1817- 1845)
9:46 PM
Nikoloz Baratashvili – ნიკოლოზ ბარათაშვილი (1817- 1845)

b]Nikoloz Baratashvili – ნიკოლოზ ბარათაშვილი (1817- 1845)[/b]

ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსები და ბიოგრაფია


ლექსები :

მერანი
ფიქრნი მტკვრის პირას
სული ობოლი
თავადის ჭ…ძის ასულს, ეკ…ნას
ბულბული ვარდზედ
ჩემს ვარსკვლავს
არ უკიჟინო, სატრფოო…
შენნი დალალნი ყრილობენ გველად…
შევიშრობ ცრემლსა…
მიყვარს თვალები მიბნედილები
რად ჰყვედრი კაცსა…
საფლავი მეფის ირაკლისა
ცისა ფერს, ლურჯსა ფერს…


ბიოგრაფია


ნიკოლოზ (ტატო) მელიტონის ძე ბარათაშვილი დაიბადა 1817 წლის 4 დეკემბერს, თბილისში, გაღარიბებული არისტოკრატის ოჯახში.

წინაპრები

ნიკოლოზ ბარათაშვილის საგვარეულო შტო საქართველოს ისტორიის შორეულ საუკუნეებს უკავშირდება. მოსე ჯანაშვილის მიხედვით, "ბარათაშვილები, ორბელიანები, აბაშიძენი და გუგუნავანი საქართველოში მოვიდნენ ქრისტეს წინად მეოთხე საუკუნეში, ფარნავაზ მეფის დროს. იგინი დასახლდნენ თრიალეთის მხარეს, საბარათიანოს. ბარათაშვილების გვარიდამ გამოდიოდნენ ჩინებული მეომრები, მხნე და ერთგული მამულიშვილები, ღვდელმთავრები; მათ მეცადინეობით საბარათიანოში აშენდა მრავალი შესანიშნავი ეკლესია, დაიწერა არაერთი ძვირფასი წიგნი. ნიკო ბარათაშვილმა უფრო მეტად ასახელა თავისი გვარეულობა: იგი შეიქმნა მის ბრწყინვალე ვარსკვლავად”.



* * *

პოეტის მამა

პოეტის მამა-მელიტონ ბარათაშვილი მისი დროის ქართველი ფეოდალური არისტოკრატიის უაღრესად ტიპიური ფიგურაა. დაბადებული ეროვნული განსაცდელის ჟამს –1795 წელს, – იგი მალე შეგუებია ახალ ბიუროკრატიულ მმართველობას და ოფიციალურ საზოგადოებაში საკმაოდ გამოჩენილი ადგილი მოუპოვებია.

თბილისის თავადაზნაურთა წრეებში მელიტონ ბარათაშვილის დიდ გავლენას მოწმობს ის გარემოება, რომ იგი 1833 წ. აურჩევიათ თბილისის მაზრის თავადაზნაურობის წინამძღოლად. აღსანიშნავია, რომ 1835 წლის ბოლოს მისი კანდიდატურა წამოყენებულ იქნა ამავე თანამდებობაზე 1836–1839 სამწლეულისათვის. ამ არჩევნებში მან გაიმარჯვა. იმავე დროს მელიტონი აირჩიეს თბილისის გარეუბნის თავადაზნაურთა წინამძღოლობის კანდიდატად, მელიტონს არა ერთხელ შეუსრულებია თბილისის გარეუბნის მარშლის მოვალეობა.

მელიტონ ბარათაშვილი არ ყოფილა მაინცდამაინც მდიდარი მემამულე. 20–იანი წლების ერთი მისი სამსახურებრივი საბუთის მიხედვით ირკვევა, რომ მელიტონი იყო ასი სული ყმის მფლობელი თბილისისა და ბორჩალოს მაზრებში[3]. მაგრამ სიმდიდრით განთქმულ ბევრ მემამულესაც არ ჰქონდა მაშინდელ თბილისში ისეთი გულუხვი და ხელგაშლილი მასპინძლის სახელი, როგორიც მელიტონ ბარათაშვილს.

პოეტის პირველი ბიოგრაფის და ყრმობის მეგობართა სიტყვით, ნ. ბარათაშვილის მამას უყვარდა სიუხვე და პურ-მარილი. მისი სადილები განთქმული იყო თბილისში[4]. მელიტონის ხელგაშლილობა საყოველთაოდ ცნობილი იყო. მას მუდამდღე ორი ყმა კაცი ჰყავდა დაბანდებული მარტო თევზის საჭერად[5].

უზრუნველი ცხოვრების გამო მელიტონის ოჯახის ნივთიერი მდგომარეობა თანდათან უარესდება. იგი ვალების ქსელში იყო გაბმული. ეს მდგომარეობა კიდევ უფრო გაართულა 1835წ. მისმა მძიმე ავადმყოფობამ, რომელიც რამდენიმე თვეს გაგრძელდა. ამასთან დაკავშირებით პოეტის ბიძა ზაქარია ორბელიანი იმავე წლის 18 თებერვალს თბილისიდან სწერდა გრიგოლ ორბელიანს: "ოჰ, როგორ დაღუპა მელიტონმა თავისი სახლი და ცოლშვილი, ერთი გროში არა აქვსთ. ან რით უნდა დაიმარხოს, და ან რით უნდა იცხოვროს ცოლშვილმა იმის შემდეგ, ვინც დარჩება. ეხლაც ზღვაა ამის ხარჯი შინ, ვგონებ 5000 რუბლს ხარჯავდეს წელიწადში და საბოლოოდ კი ფიქრი არ ჰქონია”[6].

გრიგოლ ორბელიანი, შეწუხებული თავისი დის ოჯახის მძიმე მდგომარეობით, საპასუხო ბარათში სწერს თავის ძმას: "მელიტონის უიმედო ავადმყოფობამ ძალიან შემაწუხა,-მთელი ღამე მწუხარებისაგან თვალი არ მომიხუჭავს. რა უნდა ჰქნას საბრალო ეფემიამ, თუ მართლად ეს უბედურება მიადგა! რით უნდა შეინახოს თავისი წვრილი შვილები და ან რით გადიხადოს ვალები, რომელიცა უეჭველად ბევრი დარჩება. ღმერთმან დაიფაროს ამა უბედურებისაგან. ოხ! რა ძნელია მოსათმენად, რომ კაცი ჰხედავდეს ესრეთ გულის საყვარელს დას უკანასკნელ განწირულებაში, და არა შეიძლოს შემწეობა.- მომწერე, გეთაყვა, ზაქარიავ, ყოველივე ეფემიას საქმე დაწვრილებით, ნურას დამიმალავ ჩემს სანუგეშოდ”[7].

მელიტონის დარდიმანდობამ და უსაზღვრო მხარჯველობამ გააღარიბა ერთ დროს მდიდარი ოჯახი და იგი ცხოვრების სარბიელზე ახლად გამოსულ პოეტს დააწვა კისრად. კონსტანტინე მამაცაშვილი იგონებს: "მამა ნიკოლოზისა თფილისში ცხოვრებამ შეიყვანა დიდს ვალებში, შემდეგ კარგის ცხოვრებისა ჩავარდა სიღარიბეში და მოხუცობაში მამულები ვალში გაყიდა. ამის გამო ნიკოლოზს არა თუ ჰქონდა სახლიდან, თითონ ეწეოდა სახლსა თავისი მცირე ჯამაგირიდგან”[8]

მამის მფლანგველობა დიდი უბედურება იყო ნ. ბარათაშვილის ოჯახისათვის. ამას თან ერთვოდა მელიტონის გულფიცხობა და ანჩხლი ხასიათი, რომლის მთავარი მსხვერპლი ოჯახში პოეტის დედა იყო. მგრძნობიარე ნიკოლოზი (ტატო) მწვავედ განიცდიდა დედისადმი მიყენებულ ყოველგვარ უსიამოვნებას და მუდამ მისი ქომაგი იყო.

ზოგიერთი გადმოცემით, პოეტის მამა თავის სიანჩხლესა და გულფიცხობასთან ათავსებდა კეთილ ბუნებასაც. პოეტის და სოფიო გადმოგვცემს: "მელიტონი ფიცხი, მაგრამ მეტად კეთილი კაცი იყო, საუცხოო მოსაუბრე, მჭერმეტყველი, კარგად იცოდა გარდა ქართულისა რუსული, სომხური და თათრული ენები და ხშირად თარჯიმანობდა მეფის მოადგილესთან. ხელმწიფე რომ ჩამოვიდა ტფილისში, მელიტონს სთხოვეს თარჯიმნობა. მელიტონის სახლის კარი მუდამ ღია იყო, სტუმრობა უყვარდა. ბევრი ხალხი დადიოდა. მარშლის არჩევნებსა და სხვა საზოგადოებრივ საქმეებში მონაწილეობას იღებდა და მის სიტყვას დიდი გავლენა ჰქონდა. მისი კანდიდატი იმარჯვებდა ყოველთვის”[9].

მელიტონი თავისი დროისათვის საკმაოდ განათლებული კაცი ყოფილა. თანდაყოლილი ნიჭით დაჯილდოებული. უსწავლია თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელში. მისი მჭერმეტყველების ტალანტს და მშობლიური ენისა და მწერლობის კარგ ცოდნას აღნიშნავენ მისი თანამედროვენი.

მელიტონი გადაიცვალა 1860 წელს, ზემოთ მოყვანილი მასალები ადასტურებს, თუ რა მძიმე ოჯახური პირობები განუმზადა ბედმა ბავშვობიდანვე მომავალ პოეტს.

***

პოეტის დედა

ამ ოჯახს ჰყავდა თავისი კეთილი სული; ეს იყო პოეტის დედა-ეფემია. მის დედობრივ ალერსში პოულობდა შვებას მომავალი პოეტი, მის მშობლიურ კალთაში იღვიძებდა ბავშვის პირველ ოცნებანი და შთაბეჭდილებანი.

ეფემია ორბელიანი, როგორც ვთქვით, ერეკლე II –ის პირდაპირი შთამომავალია. მისი დედა – ხორეშანი – ქალიშვილი იყო მეფე ერეკლეს ასულის ელენესი. ეფემიას მამა ზურაბ ორბელიანი მეფე ერეკლეს კარზე ნამყოფი და ცოტა ნამსახურიც ყოფილა; მას კარგად სცოდნია საღვთო წერილი და საერო მწერლობა. ხორეშანს მისი სახელოვანი შვილი გრიგოლ ორბელიანი იგონებდა დიდი მოკრძალებით, როგორც "კეთილსა, ნაზსა ჭკვიანს დედას”[10].

მეტად მიმზიდველი ფერებით არის დასურათებული თანამედროვეთა მოგონებებში ნ. ბარათაშვილის დედა, როგორც მეტად მოსიყვარულე ქალი, მეოჯახე, ლამაზი, მაღალი, ქერა, ქართულად იცვამდა. შვილებს თვითონ აწოვებდა ძუძუს[11].

ეფემია ბარათაშვილი სათნო გულისა და ღრმა გონების ადამიანი ყოფილა. მას მჭიდრო სულიერი მეგობრობა ჰქონია თავის ძმასთან – გრიგოლ ორბელიანთან. ამ უკანასკნელის პირად წერილებში მკაფიოდ გამოკრთის მისი მაღალი აზრი თავის დაზე. პოეტის დედის ნათელმა პიროვნებამ შთააგონა გრიგოლ ორბელიანს ბრწყინვალე ლექსი – "ჩემს დას ეფემიას”.

დედამ ბავშვობიდანვე ჩაუნერგა პოეტს ყოველივე მშობლიურის სიყვარული. მანვე გააცნო პირველად ტატოს ქართული ანბანი, რომლის მხატვრული მოხაზულობანი მომწიფებული პოეტის ხელნაწერებში აყვანილია ვირტუოზულობამდე. ბიოგრაფი გადმოგვცემს ადრეულ ცნობას: "ტატოს ერთობ ფაქიზად უვლიდნენ, როგორც სიყრმის შვილს. შინაურებსაც დიდად ჰყვარებიათ, განსაკუთრებით დედას”[12]. ეფემია იყო დედა 14 შვილისა, რვა ქალისა და ექვსი ვაჟის, მაგრამ ნიკოლოზისა და ოთხი ქალის გარდა ყველანი მცირე წლოვანნი დაიხოცნენ.

მელიტონის სახლობა იდგა ანჩისხატის უბანში. აქვე დაიბადა ჩვენი ტატო (ნიკოლოზ) ბარათაშვილი. მელიტონის სახლში ხშირად დადიონდნენ: "პოეტი ( ღენერალ-ლეიტენანტი) ალ. ჭავჭავაძე, ორნი ძმანი ნიკოლოზ და მიხეილ ფალავანდიშვილები… ბევრი მაშინდელის დროის განათლებულნი ქართველნი”.


მანანა ორბელიანის პორტრეტი
პოეტის ბიოგრაფიის სანდო წყარო გადმოგვცემს:”მელიტონის ოჯახობა დაახლოებული იყო უფრო ორბელიანებთან: მანანა ორბელიანთან, იოსებ და გრიგოლ ორბელაინებთან. განსაკუთრებით კარგი დამოკიდებულება ჰქონდათ ალექსანდრე ჭავჭავაძის ოჯახობასთან” [13]. ამ პირთა უმეტესობა თვით იყო მონაწილე მე –18 აუკუნის საქართველოს ისტორიული ცხოვრებისა. მოზრდილი ბავშვი ხარბად ეწაფებოდა მათ ნაამბობს მშობლიურ წარსულზე, მწერლობაზე, ძველს ზნესა და ჩვეულებაზე. მის ნორჩ სმენას ესალბუნებოდა მათი ძველი ქართული, დარბაისლური კილო. მათ წრეში განაგონი ავსებდა დედისა და დიდედის ნაამბობს. მომავალი პოეტის ბავშვური ფანტაზია ფართოვდებოდა. ნორჩ არსებაში ისახებოდა სამშობლოს სიყვარულის პირველი განცდა.

***

შინაური სწავლანი

პატარა ტატოს გონების გახსნას ხელი შეუწყო შინაური სწავლის ადრეულად მიღებასაც. პოეტის ბიოგრაფის სიტყით, "ბარათაშვილი ექვსი-შვიდი წლის გამხდარა თუ არა, მაშინვე მისთვის შინაურად დაუწყებინებიათ სწავლა… წერა-კითხვა, ლოცვები, ქართული ძველი ზღაპრები და სიმღერები”[14].

პოეტის ძველ, ტრადიციულ პირველდაწყებით სწავლა-აღზრდას არ აკლდა არც მუსიკალური განათლების ელემენტები. შესაძლოა, იგი დედისაგან ისმენდა პირველ მელოდიურ ხმებს, რომლებმაც ბავშვში გააღვიძა მუსიკის მძაფრი განცდა, რაც გამოხატულებას პოულობს მის პოეზიაში. მუსიკა პოეტის ძლიერი გატაცებათაგანი იყო მთელი სიცოცხლის მანძილზე.

პოეტის ოჯახი მდიდარი ყოფილა არა მარტო მუსიკალური ინსტრუმენტებით, იქ შემსვლელს თვალში ეცემოდა, პირველ რიგში, წიგნები. პოეტის დის გადმოცემით, მათ მამის "სახლში ბევრი წიგნი ჰქონდათ. ნიკო საუცხოვოდ ჰკითხულობდა საღვთო წერილს”.

***

კალოუბნის სასწავლებელში

რვა-ცხრა წლის ტატო მშობლებს კალოუბნის სასწავლებელში მიუბარებიათ [15]. ეს სკოლა ყოფილა სამრევლო ტიპისა. ასეთი სასწავლებლები იმ საუკუნის პირველ ხანებში, გარდა კალოუბნისა, არსებულა სიონის, ქაშვეთის, მეტეხისა და ანჩისხატის ეკლესიებთან.

კალოუბნის სასწავლებელი მაშინ განთქმული იყო, როგორც კარგის განათლების კერა. აქვე აღიზარდნენ გრ. ორბელიანი და ბევრნი სხვანი.

სწავლა ბუნების წიაღში მიმდინარეობდა, უძველესი ქართული ტაძრის გალავანში, ასწლოვანი ხეების ჩრდილქვეშ. ტატო უკვე კარგად იცნობდა გარეთუბანს, მის ახლო მიდამოებს, ბაღებით დაჩრდილულს. იგი ფხიზელი თვალით აკვირდებოდა თბილისის ქუჩებს, რომელთა მდუმარებას ზოგჯერ არღვევდა მრავალფეროვანი მასის ყიჟინა. ეს იყო, ყეენობის, კრივის ან სხვა სახალხო გართობათა დღეს. მაგრამ, როგორც გადმოცემებმა შემოგვინახეს, ნ. ბარათაშვილის ბავშვობის უპირველესი საყვარელი ადგილი ყოფილა მტკვრის პირი, განსაკუთრებით ანჩისხატის პირდაპირ. იმ დროს მტკვარს ამწვანებული ნაპირები მისდევდა.

დაფიქრებული ბავშვი საათობით ადევნებდა თვალყურს ზვირთების დენას, თითქოს წყალთა დუდუნში, ფოთოლთ შრიალი მომავალ პოეტს ესმოდა გაურკვეველი ბგერები ბუნების საიდუმლო ენისა, რომლის ბრძნული ახსნა პოეტმა შეძლო მხოლოდ შემდეგ, "ჩინარის” უკვდავ სტრიქონებში.

***


თბილისის კლასიკური გიმნაზია
თბილისის კეთილშობილთა გიმნაზიაში

1827 წ. სექტემბერს ნიკოლოზ ბარათაშვილი თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელში მიაბარეს.

ოფიციალურ დოკუმენტებში ამ სასწავლებლის მიზანი შემდეგი ფორმულით იყო გამოხატული: "კეთილშობილთა სასწავლებლის მიზანს: "შეადგენს ადგილობრივ უმაღლეს თავადაზნაურთა აღჭურვა მთავარ მეცნიერებათა შესახებ ზოგადი ცნობებით, მათ სამხედრო და სამოქალაქო სამსახურისათვის მოსამზადელად”.

1830 წ. კეთილშობილთა სასწავლებელი, სადაც პოეტი სწავლობდა, გიმნაზიად გადაუკეთებიათ. იმავე წლის დასასრულს გიმნაზიასთან დაარსეს პანსიონი, სადაც მისაღებ მოწაფეთა რიცხვი განსაზღვრული იყო. ათი ადგილი პანსიონში გამოყოფილ იქნა იმ მოწაფეებისათვის, რომელნიც საუკეთესო მოწაფეთა მცირერიცხოვან სიაში ჩვენ ვკითხულობთ 12 წლის ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელს.

კეთილშობილთა სასწავლებელში დამყარებული სწავლა-აღზრდის სისტემას კარგად გვისურათებს ამ სკოლის შეგირდი დიმიტრი ყიფიანი. "მთელი მაშინდელი პედაგოგიური სიბრძნე,- ვკითხư

კატეგორია: წიგნები | ნანახია: 1234 | დაამატა: GioGs0NNNNNN | რეიტინგი: 8.2/10
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: