სასაცილო ლექსები - 20 აპრილში 2011 - ახალი თამაშები,ფილმები
მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

Male.Do.Am

კვირა, 2016-12-11
მთავარი » 2011 » აპრილი » 20 » სასაცილო ლექსები
4:44 PM
სასაცილო ლექსები

ეს არის ჩემს მიერ შეგროვებული უამრავი და ძალიან სასაცილო ლექსები... ძალიან ბევრი ვიწვალე. შედიტ სრულიადში და იცინეთ ძალიან ბევრი



ყვავილების ქვეყანა
ვოლგით შემოვიარე
პაბრიშკები დამეშვა
სულ დისკებზე ვიარე...
-------------------------------



წუხელ სიზმარში გიხილე
გაკოცე აღარ გაგიშვი
გამომეღვიძა მე საწყალს
და ხელში შემრჩა ბალიში....
------------------------------------------


გუშინ დავთვერი ვიჩხუბე მაგრად
გაბრაზებულმა გავტეხე ვაზა
მერე დავწყნარდი და შენს ოთახში
წყნარად ისმოდა ჩორნიე გლაზა..
-------------------------------------------------



მე პატარა ბიჭი ვარ ვზივარ ბუჩქის ძირას
რადროს ჩემი ლექსებია ვექაჩები პრიმას....
------------------------------------------------------------


მოდი ყველას გავუმხილოთ ჩვენი გრძნობა მალული
დავქორწინდეთ როგორც ისე გურამი და ნანული...
----------------------------------------------------------------------------


ახლანდელი გოგოები მოდა მოდა დადიან
მოკლე კაბებს იკერავენ კიბეზე ვერ ადიან....





შეყვარებულმა შემომითვალა აღარ მიყვარხარ სხვა შევიყვარე
აბა მე მკითხე რა შევუთვალე როდის მიყვარდი რომ შემიყვარე...
-------------------------------------------------------------------------------------------


ყველაზე მაგარია დღეს ჩემი ბებო
ერთი ერთზე ნაცემი ჰყავს რემბო
რუსთაველი დაიჭირა ფაქტზე
ვეფხისტყაოსანი დაახია თავზე......
-----------------------------------------------------


გოგონას ჩასძინებოდა მივეპარე და ვაკოცე აბა სხვა რა უნდა მექნაო
გამოეღვიძა და მითხრა შენ შეგარცხვინა ღმერთმაო
მარტო კი არ უნდა გეკოცნა სხვა რამეც უნდა გექნაო.....
--------------------------------------------------------------------------------

ძილინებისა ტკბილი სიზმრები
ხელში ნაჯახით დაგესიზმრები
ტანზე მეცმევა ლურჯი ჯინსები
მარკა წარწერით
დ ა ი ბ რ ი დ ე ბ ი
---------------------------------------------------------------------------


რა ეშველება ამ ჩვენს ტაკუნებს როცა სიბერე მოგვიკაკუნეეებბსსსს


ლექსები მანდატურზე



1)მანდატურო, შენ რომ ამბობ, ვიხაზე ვინც იპარება
იმ წუთშივე მისი გვარი მასწავლებელს ავიწყდება?
ეჰ, არ მჯერა მე ეგ რაღაც...მომაბეზრე კიდე თავი
და შეწყვიტე თუ ღმერთი გწამს, ეგ დაკითხვა გულსაკლავი.
პირველი სექტემბერია..ნორჩ ბალახებს სიო არხევს
ფორმაში გამოპრანჭული მანდატური კარებს აღებს

2)საქართველოში იბადებოდენ
და მერე მუდამ წუხდნენ ამაზე
ეხ წუთით მაინც დაბრუნდებოდეს
მანდატურობა და სილამაზე.
მანდატურები ოდიდგან მოგსდევს
ყველამ გაიგოს ყველამ იცოდეს
ჩვენ შეიძლება სკოლაში მოვკვდეთ
მაგრამ არც მაშინ ვტოვებთ სიცოცხლეს
თუ მანდატური ასე ნავარდობს
სკოლების ყველა კარი დარაზეთ
და იმ ბედნიერ დღეს გაუმარჯოს
მანდატურს რო გავცვლით
ცოფიან ძაღლზე

3)მანდატურო მანდატურო ჩვენო მზეო თვალხატულო
ხელში გიჭირავს შვიშტოკი, აბა დელი დელია

4)გარეთ მგელი, შიგნით ტურა
სკოლაშია მანდატურა

5)მასწავლებელი მე აწი,
ვეღარ ამიწევს ყურსაო,
მანდატური მას უჩივლებს
და გაუხეთქავს გულსაო.

6)მანდატურო მანდატურო
ბაშვებისთვის გადაკლულო!

7)ტყევ გაუვალო - სკოლავ ქართულო,
შენზე ზრუნავენ მანდატურები,
რომ ვერ დაჩაგროს ძლიერმა სუსტი
და ვერ აყმუვლდნენ მანდა ტურები!

8)მანდატურ თქვენი სახეო ტელევიზორში ვნახეო
ხელში გეჭირათ მაუსი, ღობეზე მიკიმაუსი

9)მე ლამაზი მანდატური მყავდა,
თვალჟუჟუნა, წაბლისფერი თმებით...
ერთხელ შაშკინმა მოუტანა ფრთები,
დამტოვა და ღრუბლებს გაჰყვა ცადა...
ღრუბლებს გაჰყვა... სად ვეძებო, სადა?
მე ლამაზი მანდატური მყავდა,
თვალჟუჟუნა, წაბლისფერი თმებით.

10)მანდატური ნატა
სკოლის მერხზე ახტა
გადმოაგდო ვაზა
მასწი გააბრაზა

11)მანდატური მინერვა,
ხერხეულიძე ცხრა ძმა,
ხუთი ექვსი შვიდი რვა,
ექვსი შვიდი რვა ცხრა

12)უმანდატუროდ
მზე არ სუფევს ცის კამარაზე,
სიო არ დაჰქრის, ტყე არ კრთება
სასიხარულოდ....
უმანდატუროდ არ არსებობს
არც სილამაზე,
არც უკვდავება არ არსებობს
უმანდატუროდ.
მაგრამ სულ სხვაა მანდატური
უკანასკნელი,
როგორც ყვავილი შემოდგომის
ხშირად პირველს სჯობს,
იგი არ უხმობს ქარიშხლიან
უმიზნო ვნებებს,
არც ყმაწვილურ ჟინს, არც ველურ ხმებს
იგი არ უხმობს...
და შემოდგომის სიცივეში
ველად გაზრდილი,
ის გაზაფხულის ნაზ ყვავილებს
სულაც არა ჰგავს...
სიოს მაგივრად ქარიშხალი
ეალერსება
და ვნების ნაცვლად უხმო ალერსს
გარემოუცავს.
და ჭკნება, ჭკნება მანდატური
უკანასკნელი,
ჭკნება მწუხარედ, ნაზად, მაგრამ
უსიხარულოდ.
და არ არსებობს ქვეყანაზე
თვით უკვდავება,
თვით უკვდავებაც არ არსებობს
უმანდატუროდ!

13)მანდატურმა დასჭექა ბავშვსაო
ჩაგაწყვეტინებ ხმასაო
დაყაჭე ყველაფერიო
გადაგცხებ დუბინკასაო

კატეგორია: სხვა... | ნანახია: 552 | დაამატა: GioGs0NNNNNN | რეიტინგი: 10.0/7
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: