მთავარი » 2011 მაისი 9 » anegdotebi / ანეგდოტები
8:22 PM anegdotebi / ანეგდოტები | |
დასახელება : anegdotebi / ანეგდოტები უნიჭო ანეგდოტები *** მუზეუმში ზედამხედველი ეუბნება მნახველს: - ამ სავარძელში დაჯდომა არ შეიძლება, ეს ნაპოლეონისა. - არა უშავს, რომ მოვა ავდგები ორი ტიპი საუბრობს: – უცხოპლანეტელი, რომ მოვკლა ჩამსვავენ. – კი, საგიჟეში. *** პატარა ბიჭი მამამისთან ერთად უყურებს ფილმს ინდიელებზე: – მამიკო, ინდიელები რატომ იხატავენ სახეს? – შვილო, ისინი ასე ომისთვის ემზადებიან. მეორე დილით ბავშვი შერბის მამასთან ოთახში: – მამიკო, დედიკო ომისთვის ემზადება. *** ზღარბი სარკეში იხედება და თან მღერის: – ვარდზე მეტი ეკლები აქვთ ლამაზებს… *** მეგრელი ტელევიზორში მოისმენს, სპილო გაქცეულა ზოოპარკიდანო: - ხოხ! რას დაიჭერენ ეგენი მაგხელა სპილოს! მეორე დღეს მისმინა, დაუჭერიათო: - ხოხ! აბა სად გაიქცეოდა მაგხელა სპილო! *** ერთი მონადირე მივა მეორესთან სტუმარად და ხედავს, დათვის ტყავს კედელზე. – შენ მოკალი? – ხო. – რამდენი ტყვია ესროლე? – ხუთი. -რამდენი მოარტყი? – ვერცერთი. – მაშ როგორ მოკალი? – სიცილით მოკვდა. *** მასწავლებელმა დაიბარა მოსწავლის მშობელი: – თქვენმა შვილმა მაგიდაზე ბუზი დამიხატა და კინაღამ ხელი მომატეხინა. -ეგ რა არის, სააბაზანოში ისეთი ნიანგი დამიხატა, რომ შეშინებული დახატულივე კარიდან გამოვვარდი! *** დედა ეჩხუბება თავის 5 წლის ბიჭს: – ისევ ახალი შარვლით ჩავარდი გუბეში. – დედიკო, ისე სწრაფად ჩავვარდი, რომ გახდა ვერ მოვასწარი. – თავი იმართლა ბავშვმა. *** – როგორ ფიქრობთ, როგორი კუბო სჯობია? – ძნელი სათქმელია, – პასუხობს გამყიდველი – თუთიის(ცინკის), რა თქმა უნდა, დიდხას ძლებს, მაგრამ… ხის ნაკეთობები, როგორც მოგეხსენებათ, ჯანმრთელობისთვისა კარგი. *** – გუშინ ორი ბოთლი არაყი დავლიე. – მარტომ. – არა, ხინკლებთან ერთად. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |