მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

Male.Do.Am

ხუთშაბათი, 2024-04-25
მთავარი » 2011 » მაისი » 4 » Osama bin Laden is dead / osama Binladeni mokles / ბინლადენი მკვდარია
7:46 PM
Osama bin Laden is dead / osama Binladeni mokles / ბინლადენი მკვდარია
დასახელება Osama bin Laden is dead / osama Binladeni mokles / ბინლადენი მკვდარია

ვენდეტა შესრულებულია: მსოფლიოს ყოფილი ნომერ პირველი ტერორისტი, 9–11–ის ორგანიზატორი, აშშ–სთვის წლების განმავლობაში „მოუხელთებელი ჯო" – უსამა ბენ–ლადენი ლიკვიდირებულია. მებრძოლი მოჯაჰედი, რომელიც 80–იანი წლებიდან მოყოლებული, პრაქტიკულად, ყველა მუსულმანური ომის მონაწილე იყო, ისტორიაში მაინც ნიუ–იორკის ცენტრში „ტყუპების" აფეთქებით შევა.

ამერიკელებს მათი ქვეყნის დაუძინებელი მტრის სიკვდილი თავად პრეზიდენტმა აცნობა. „აშშ–მ ჩაატარა ოპერაცია, რომლის შედეგადაც ლიკვიდირებელია უსამა ბენ ლადენი, რომლის კისერზეც უდანაშაულო ადამინთა სისხლია" – განაცხადა ბარაკ ობამამ და თავისი გამოსვლით მრავალ ამერიკელს თვალზე სიამაყის ცრემლი მოჰგვარა. ახლა ამერიკელები ისევე ზეიმობენ დაუძინებელი მტრის სიკვდილს, როგორც წლების წინ მუსულმანური სამყაროს ნაწილი ნიუ–იორკის ცათამბჯენების განადგურებას.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ამერიკელმა სპეცსამსახურებმა ბინ ლადენის ადგილსამყოფელის შესახებ, სავარაუდო ინფორმაცია 2010 წლის აგვისტოში მოიპოვეს. მარტში ეს ცნობა დადასტურდა. აპრილის ბოლოს კი, საშიში ტერორისტის ლიკვიდაციის შესახებ ბრძანება გაიცა. ოპერაცია ამერიკელი საზღვაო ქვეითების მიერ ჩატარდა. „ბიბისის" ცნობით, უსამა ბენ ლადენი ურთიერთსროლებისას დაიღუპა. 

ვინ იყო პიროვნება, ვისი სახელიც თითქმის მთელ მსოფლიოს წლების განმავლობაში აშინებდა? ადამიანი, ვისზეც მუდამ წინააღმდეგობრივი ინფორმაციები ვრცელდებოდა, მათ შორის ისიც, რომ ის ამერიკული სპეცსამსახურების აგენტი იყო, რომ ის უკვე დიდი ხანია მოკლეს და ახლა მსოფლიოს ზესახელმწიფო მას მხოლოდ საფრთხობელად იყენებდა?

უსამა ბენ–ლადენი საუდის არაბეთში, 1957 წელს, მდიდარ ოჯახში დაიბადა. ნავთობის ბუმის პერიოდში მისი ოჯახი ნაგებობების და გზების მშენებლობით გამდიდრდა. ოჯახის შემოსავალმა რამდენიმე მილიარდს მიაღწია. მაგნატ მუჰამედ ბენ ლადენის 52 შვილიდან უსამა მეჩვიდმეტე იყო. არაბ მილიარდერს ოცი ცოლი ჰყავდა, უსამა მეათე ცოლის ერთადერთი ვაჟი იყო. 

1979 წელს, უსამა ბენ ლადენმა ეკონომიკის და მენეჯმენტის ფაკულტეტი, მეფე აბდელ აზიზის სახელობის უნივერსისტეტში დაამთავრა. სწორედ ამ პერიოდში შეუერთდა ავღანური ჯიჰადის გამათავისუფლებელ მოძრაობას. 1980 წლის იანვარში ბენ ლადენმა პაკისტანური ქალაქი ლაჰორი მოინახულა, სადაც ქაბულის ისლამური დაჯგუფებების ოპოზიციონერ ლიდერებთან პირველი კონტაქტები დაამყარა. მალე ის ავღანური წინააღმდეგობის მოძრაობის ერთერთი მთავარი დამფინანსებელი გახდა. ბინ–ლადენი სხვადასხვა ისლამური დაჯგუფებების ხელმძღვანელებთან ერთად არაბული ქვეყნებიდან მოხალისეებს აგროვებდა.

ქუვეითის წინააღმდეგ ერაყის აგრესიის დროს, უსამა აქტიურად გამოდიოდა „წმინდა მიწის" ამერიკული ოკუპაციისგან გასათავისუფლებლად. ამას მოჰყვა ის, რომ მდიდარი საუდელი მაგნატის შვილს საუდის არაბეთის მოქალაქეობა ჩამოართვეს და შემდეგ საერთოდ ქვეყნიდანაც გააძევეს. ამის შემდეგ ის სუდანში გადავიდა.

აქედან დაიწყო უსამას სავარაუდო თანამშრომლობა აშშ-სთან. დაუდასტურებელი მონაცემებით, ამერიკელი სპეციალისტების დახმარებით, მან ორგანიზაცია „ალ–ქაიდა" დაარსა. თან ბიზნესითაც იყო დაკავებული. სუდანში მან ბიზნესში სუდანელების ნაწილიც დაასაქმა. ამის პარალელეურად, დანაშაულებრივი საქმიანობითაც კერძოდ, ნარკოვაჭრობით იყო დაკავებული,

მსოფლიოს ათი ძებნილი ტერორისტის სიაში ბენ–ლადენი კენიასა და ტანზანიაში 1998 წელს, ამერიკული საელჩოების წინააღმდეგ მოწყობილი ტერაქტების შემდეგ შევიდა. ბოსნიის ომის დროს, უსამა არაბული სამყაროდან დაქირავებული მებრძოლების გადასროლას აფინანსებდა. 2000 წელს კოსოვოში მომხდარი რიგი ტერაქტებიც სწორედ უსამას კისერზეა. 1995 წლიდან ის კავკასიის მოვლენებშიც ჩაერთო და ემისრებს ჩეჩნეთის ომისთვისაც ამზადებდა. თუმცა, ბენ–ლადენი მსოფლიოს ნომერ პირველ ტერორისტად ნიუ–იორკის ტერაქტის შემდეგ შეირაცხა. ეს „ტიტული" მას მოგვიანებით იემენელმა ტერორისტმა ანვარ ალ ავლაკიმ ჩამოართვა. ავღანეთში ამერიკული სპეცოპერციის შემდეგ, უსამა ბენ–ლადენი, წლების განმავლობაში, ავღანეთის ტერიტორიაზე, მთიან ნაწილში იმალებოდა.
კატეგორია: წიგნები | ნანახია: 1153 | დაამატა: Smoke | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: